воскресенье, 8 ноября 2015 г.



Intel-ისტრენინგი - პროექტებით სწავლება

ქუთაისის N 33 საჯარო სკოლის ისტ-ის მასწავლებლის ნათია კამკამიძის მოსმენილი ტრენინგის   წერილობითი   ა ნ გ ა რ ი შ ი

ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების   ეროვნული ცენტრი, კომპანია Intel
ჩატარების ადგილი:                   ქუთაისის N 33 საჯარო სკოლა
ჩატარების ხანგრძლივობა:                             9 დღე 36 სთ. (დღეში 4 სთ.)
                                               
ნაწილი  1

პროექტებით სწავლება

განსაზღვრეთ intel-ისძირითადი კურსის მიზნები და მოლოდინები. გავეცანით ძირითად პროგრამას.
მოდული 1- პროექტებით სწავლება -ეს ჩვენი გზამკვლევი იყო.ტექსტზე მუშაობისას გავეცანით,როგორ უნდა მოვნიშნოთ ტექსტში ფრაზები ფერებით, ჩავნიშნოთ სანიშნით ან გავაკეთოთ კომენტარი. შევისწავლეთ პორტფოლიოს აწყობა. პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. მიმოვიხილეთ სასწავლო კვლევები,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.

მივიღეთ საშინაო დავალება: 1)გავეცნოთ პროექტის გეგმის შაბლონს, 2)გავეცნოთ 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს, 3)გავეცნოთ პროექტების ნიმუშებს.


გავეცანით ბუკლეტების შაბლონს. ტრენერის განმივიღეთ დავალება: შევქმნათ საინფორმაციო ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესახებ; დავწეროთ სასწავლო პროექტის გეგმის ნაწილი- სტანდარტების ჩათვლით. ტრენინგიები მეტად ნაყოფიერი იყო.შევეჩვიე ასეთი დატვირთვით მუშაობას.
დაგვევალა ბლოგის შექმნა რეფლექსიისათვის.

ნაწილი2