среда, 28 июня 2023 г.

ტრენინგები

 




2023 წლის ივნისში   სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახლის ეგიდით ჩამიტარდა  სავალდებულო ტრენინგი  თემაზე "ონლაინ ინსტრუმენტების საგაკვეთილო პროცესში დანერგვა"



"CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“ პროექტი

 22 ივნისს  განათლების კოალიციამ ჩაატარა 

შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“.

კონფერენციის მიზანია საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის გავრცელების გამოცდილების შეჯამება და  Ck-12 სკოლების ქსელის მუშაობის კარგი პრაქტიკების გაზიარება.

კონფერენცია ჩატარდა განათლების კოალიციის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, CK-12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

დღეს, ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

ჩვენი სკოლა წარდგენილი იქნა, როგორც კარგი პრაქტიკის მქონე სკოლა და შევიდა სკოლების ხუთეულში. პროექტის ფარგლებში სკოლას ხელმძღვანელობდა CK_12-ის მასწავლებელ-კონსულტანტი დიმიტრი პოპოვი.  გამარჯვების ნიშნად სკოლას გადაეცა პროექტორი და სადემონსტრაციო დაფა, ჩართული პედაგოგები დაჯილდოვდნენ სამკერდე ნიშნებით და  სერტიფიკატებით


понедельник, 26 июня 2023 г.

სასკოლო კლუბების გამოფენა

  2023 სასწვალო წელი სკოლამ დაამთვარა ყოველწლიური ტრადიციული  ღონისძიებით სასკოლო კლუბების წლიური  ანგარიში,რომელიც წარვუდგინეთ მშობლებს და სხვა თემის დაინტერესბულ პირებს.ჩემი კათედრის სასკოლო კლუბები"კოდინგი" და "რობო კლუბი" გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროექტებით,რისთვისაც როგორც თანამშრომლებს და ასევე  კლუბის წევრებს გამოეცხადათ სკოლის ადმინისტრაციიან მადლობა.

http://33skola.blogspot.com/2023/06/blog-post_15.html






 











пятница, 23 июня 2023 г.

რობო კლუბის მორიგი წარმატებები

 

 სკოლის „რობო კლუბის“ მორიგი წარმატება (ხელმძღვანელი: ისტ-ის მენტორი პედაგოგი,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:ნათია კამკამიძე)

ქუთაისის #33 საჯარო სკოლის „რობო კლუბმა“ მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სამმართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,, ბლოგების შექმნა თავისუფალ თემაზე” .

კონკურსში წარდეგენილი იქნა კლუბის მიერ შექმნილი ბლოგი თემაზე: Eco Power Club განახლებადი ენერგია და მისი გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“.

კლუბმა დაიმსახურა კომისიის მაღალი შეფასება და საპატიო მეორე ადგილის დიპლომი.

გუნდის წევრებია #33 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები:

ვებდეველოპერი-შოთა ჭოლოკავა,

ანა ჭელიძე, ანა კელენჯერიძე, ანასტასია სტურუა ,

  



სამეცნიერო პიკნიკი

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინტერესო ექსპერიმენტები და გამოფენები დახვდათ: სახალისო ქიმიური ცდები, სახალისო ბიოლოგია, კრიმინალისტიკური ლაბორატორია, კლინიკური უნარების სიმულაცია, სახალისო საგანმანათლებლო თამაშები და ა.შ. 💡🧬🔭🧪🩺



იდეტორთა კლუბი

 


USAID ზოგადი განათლების პროგრამა მ
იმდინარე წლის გაზაფხულზე საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე გეგმავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

· იდეატორთა კლუბი: ეს კლუბები IV-VI კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საგაკვეთილო დროის შემდეგ შეასრულონ სხვადასხვა დავალებები საგნობრივი უნარების, კვლევის, სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის გამოყენებით. მაგალითად, სტუდენტებმა შესაძლოა მოაწყონ ბაღი ახალი ჯიშის თესლის გამოყენებით, შექმნან საბანკო სისტემა სკოლისთვის ან ადგილობრივი პროდუქტისათვის შეიმუშაონ სარეკლამო კამპანია. ჯგუფი მოამზადებს გეგმას, დოკუმენტურად აღწერს მათ დაკვირვებებს ან იმუშავებენ პროექტის მიმდინარეობისას, დაწერენ შემაჯამებელ ანგარიშს და მოამზადებენ პრეზენტაციას ჟიურის მიერ შეფასების მიზნით.

USAID ზოგადი განათლების პროგრამაში ჩართული თითოეული იმ რვა უნივერსიტეტიდან (ჩვენთან თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომელიც პროექტთან თანამშრომლობს შეარჩევს ხუთ ტრენერს, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ იდეატორთა კლუბებს ხუთ სკოლაში. ჩვენი სკოლის ტრენერია ბატონი ნოდარი ცაგარეიშვილი. ტრენერებთან ერთად კლუბების ხელმძღვანელობაზე უნივერსიტეტიდან ორი სტუდენტი იმუშავებს, რომელთაც აქვთ მსგავსი გამოცდილება. ჟიურის წევრები შეარჩევენ გამარჯვებულ წევრებს, ხოლო გამარჯვებული თბილისში, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან. პროგრამა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გამარჯვებულს გადასცემს გამარჯვებულ გუნდებს. საპილოტე წლის წარმატებაზე დაყრდნობით, პროგრამა დამატებით სხვა სკოლებშიც განახორციელებს მოცემულ აქტივობას.

 2022 წლის 15 მარტს სკოლაში ჩატარდა პირველი სეხვედრა მომაალ იდეატორებთან, სადაც ამორჩეული იქნა მუშაობის მიმართულებები. ჩამოყალიბდა ოთხი გუნდი, რომლებიც დაკომპკექტდა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისგან მათი ინტერესების მიხედვით.

  • მეცნიერება- პროექტი გორიალა (მოხალისე პედაგოგი მ.ჭელიძე)
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები (მოხალისე პედაგოგი მ.კაკაბაძე)
  • გადასაყრელად გამზადებული ნივთიბის მეორადი მოხმარება (ვ.გორგოძე)
  •  STEM -მომსახურება (ნ.კამკამიძე, გ.პერანიძე)

საერთაშორისო გრანტები და პროექტები

საერთაშორისო გრანტები პროექტები

    2016-17 წელს (MILLENNIUM CHALLENGE ACCOUNT_GEORGIA) საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის 33 საჯარო სკოლაში განხორციელდა ქვეპროექტი „პირველი პროფესიული ნაბიჯები“.

   „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში. პროექტი დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და გაგრძელდა 2019 წლის მარტამდე. პროექტს ახორციელებდა გერმანული ორგანიზაცია PEM Coxsalt, საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან, ICON-Institute და AARHUS Tch Internetioral-თან ერთად (იხ. შესაბამისი ანგარიში)