USAID ზოგადი განათლების პროგრამა მიმდინარე წლის გაზაფხულზე საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე გეგმავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
· იდეატორთა კლუბი: ეს კლუბები IV-VI კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს საგაკვეთილო დროის შემდეგ შეასრულონ სხვადასხვა დავალებები საგნობრივი უნარების, კვლევის, სტრატეგიული დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის გამოყენებით. მაგალითად, სტუდენტებმა შესაძლოა მოაწყონ ბაღი ახალი ჯიშის თესლის გამოყენებით, შექმნან საბანკო სისტემა სკოლისთვის ან ადგილობრივი პროდუქტისათვის შეიმუშაონ სარეკლამო კამპანია. ჯგუფი მოამზადებს გეგმას, დოკუმენტურად აღწერს მათ დაკვირვებებს ან იმუშავებენ პროექტის მიმდინარეობისას, დაწერენ შემაჯამებელ ანგარიშს და მოამზადებენ პრეზენტაციას ჟიურის მიერ შეფასების მიზნით.
USAID ზოგადი განათლების პროგრამაში ჩართული თითოეული იმ რვა უნივერსიტეტიდან (ჩვენთან თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომელიც პროექტთან თანამშრომლობს შეარჩევს ხუთ ტრენერს, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ იდეატორთა კლუბებს ხუთ სკოლაში. ჩვენი სკოლის ტრენერია ბატონი ნოდარი ცაგარეიშვილი. ტრენერებთან ერთად კლუბების ხელმძღვანელობაზე უნივერსიტეტიდან ორი სტუდენტი იმუშავებს, რომელთაც აქვთ მსგავსი გამოცდილება. ჟიურის წევრები შეარჩევენ გამარჯვებულ წევრებს, ხოლო გამარჯვებული თბილისში, დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან. პროგრამა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გამარჯვებულს გადასცემს გამარჯვებულ გუნდებს. საპილოტე წლის წარმატებაზე დაყრდნობით, პროგრამა დამატებით სხვა სკოლებშიც განახორციელებს მოცემულ აქტივობას.
2022 წლის 15 მარტს სკოლაში ჩატარდა პირველი სეხვედრა მომაალ იდეატორებთან, სადაც ამორჩეული იქნა მუშაობის მიმართულებები. ჩამოყალიბდა ოთხი გუნდი, რომლებიც დაკომპკექტდა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისგან მათი ინტერესების მიხედვით.
- მეცნიერება- პროექტი გორიალა (მოხალისე პედაგოგი მ.ჭელიძე)
- საინფორმაციო ტექნოლოგიები (მოხალისე პედაგოგი მ.კაკაბაძე)
- გადასაყრელად გამზადებული ნივთიბის მეორადი მოხმარება (ვ.გორგოძე)
- STEM -მომსახურება (ნ.კამკამიძე, გ.პერანიძე)
Комментариев нет:
Отправить комментарий