22 ივნისს განათლების კოალიციამ ჩაატარა
შემაჯამებელი კონფერენცია „CK-12 ინკლუზიური და ხარისხიანი განათლებისათვის“.
კონფერენცია ჩატარდა განათლების კოალიციის ინიციატივით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, CK-12-ის საერთაშორისო პლატფორმასთან თანამშრომლობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
დღეს, ქართულენოვანი ვებგვერდი – www.ck12.edu.ge აერთიანებს STEM საგნების 15 ადაპტირებულციფრულ წიგნზე წვდომას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
ჩვენი სკოლა წარდგენილი იქნა, როგორც კარგი პრაქტიკის მქონე სკოლა და შევიდა სკოლების ხუთეულში. პროექტის ფარგლებში სკოლას ხელმძღვანელობდა CK_12-ის მასწავლებელ-კონსულტანტი დიმიტრი პოპოვი. გამარჯვების ნიშნად სკოლას გადაეცა პროექტორი და სადემონსტრაციო დაფა, ჩართული პედაგოგები დაჯილდოვდნენ სამკერდე ნიშნებით და სერტიფიკატებით
Комментариев нет:
Отправить комментарий